კვარაცხელიამ უარი უთხრა ნაპოლის ხელფასის გაოთხმაგებულ შეთავაზებაზე – მედია

„ნაპოლიმ“ ს წარმომადგენლებს ქართველი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება და ხელფასის თითქმის ოთხჯერ გაზრდა შესთავაზა, იუწყება იტალიური გამოცემა „კალჩო მერკატო“.
მათი ცნობით, კლუბის პრეზიდენტმა, კვარაცხელიას წარმომადგენლებს, აგენტ მამუკა ჯუღელის მეთაურობით, კონტრაქტის ახალი შეთავაზება გაუგზავნა, რომლითაც კვარაცხელიას ხელფასი [ამჟამად, წლიურად ერთ მილიონ ევროზე ნაკლებით] საკმაოდ გაიზრდება, სამი-ოთხი მილიონი ევროს ფარგლებში.
თუმცა, გამოცემა წერს, რომ კვარაცხელიას გარემოცვა შეთავაზებით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ ხვიჩამ წელიწადში 7-8 მილიონი ევრო მაინც უნდა გამოიმუშაოს.
კვარაცხელია „ნაპოლის“ 2022 წელს შეუერთდა და პირველივე სეზონში არაერთი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. იგი დასახელდა იტალიის ჩემპიონატის 2022-23 სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელად [MVP], ასევე იმავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად.
ამავე დროს, კვარაცხელია „ნაპოლიში“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია. მისი სტატუსის ფეხბურთელები, როგორც წესი, გაცილებით მეტს გამოიმუშავებენ. კვარაცხელიას კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. კონტრაქტის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად, ფეხბურთელის ფასი, როგორც წესი, ეცემა, ვინაიდან ამოწურვის შემდეგ მას კლუბის უფასოდ დატოვება შეეძლება.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე