ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: მოვუწოდებ ხელისუფლებას, არ ჩაერიოს ახალი პატრიარქის არჩევაში (ვიდეო)

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, არ ჩაერივნენ ეკლესიის შიდა არჩევნებში.

ეპისკოპოსის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიამ დამოუკიდებლად შეძლოს საჭეთმპყრობელის არჩევა, ისე, როგორც კანონიკური სამართალი ითვალისწინებს.

მინდა მივმართო ხელისუფლებას და მოვუწოდო, რომ არანაირად არ დაუშვას, არ მისცეს თავს უფლება და ჩაერიოს ეკლესიის შიდა არჩევნებში. არც პირდაპირ და არც ირიბად. ეს არის ფუნდამენტური, მნიშვნელოვანი პრინციპი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ დამოუკიდებლად ავირჩიოთ ეკლესიის საჭეთმპყრობელი ისე, როგორც ამას კანონიკური სამართალი ითვალისწინებს. ეს ვფიქრობ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ასეც იქნება. აღნიშნული ინფორმაცია სახელისუფლებო წრიდან მივიღე,- განაცხადა მეუფე ზენონმა.

საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას