მოსაყდრე შიო განცხადებას გააკეთებს

მოსაყდრე შიო განცხადებას გააკეთებს | ამ წუთებში კლინიკაში, სადაც ილია მეორე იმყოფება, სასულიერო პირები და პოლიციელები მივიდნენ. პატრიარქი ცოტა ხნის წინ მოინახულა მეუფე დიმიტრიმ, რომელმაც კავკასიის მედიცინის ცენტრი უკომენტაროდ დატოვა. საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ მივიდა მოსაყდრე შიოც. გავრცელებული, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. თუმცა, ამ ეტაპზე ოფიციალურად ამ საკითხზე არავის უსაუბრია. კლინიკასთან მყოფი ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ უახლოეს პერიოდში მათთან კომენტარის გასაკეთებლად კლინიკის წარმომადგენელი ჩავა.
🔻 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კუჭიდან ძლიერი სისხლდენის გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში 17 მარტს, გვიან ღამით გადაიყვანეს. 93 წლის პატრიარქი ამ დრომდე რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. -ის მკურნალობაზე ექიმების კონსილიუმი მუშაობს. მედიკოსების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული და საყურადღებოა. ექიმები ამბობენ, რომ პატრიარქს გულის მუშაობისა და წნევის შესანარჩუნებლად მედიკამენტოზური დახმარება სჭირდება. მათივე თქმით, კუჭიდან სისხლდენა შეჩერებულია, თუმცა რეანიმატოლოგებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

ასევე დაგაინტერესებთ