ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს – ლემონჯავა

ოპოზიციური ალიანსის წარმომადგენლებმა ოთხი ძირითადი მიმართულება დაასახელეს, რაზეც მომავალი ერთი თვის განმავლობაში იმუშავებენ.როგორც დღეს, 16 მარტს, გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციურში ალიანსში შემავალი პარტიის, „დროას“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშმა ვითარება ფუნდამენტურად შეცვალა და ახალი საერთაშორისო რეალობა გააჩინა.მისი თქმით, ამ რეალობაში ოპოზიციის ალიანსს აქვს ახალი პასუხისმგებლობები აქვს.„თუ აქამდე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ივანიშვილის რეჟიმი იყო უბრალოდ არალეგიტიმური, დღეს ეს რეჟიმი არალეგიტიმურთან ერთად უკვე არის ბრალდებული რეჟიმი. ამიტომ ჩვენ გვაქვს იმის პასუხისმგებლობა და ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში ჩაწერილი ძალიან კონკრეტული ინიციატივები მოვიდეს მოქმედებაში. მათ შორის დღეს საზოგადოებას გვინდა მოვუყვეთ ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ, პასუხისმგებლობის შესახებ, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ მომავალი ერთი თვის განმავლობაში.პირველი: ეს არის კონკრეტული მითითება ანგარიშში, რომ გაეროს უმაღლესი წარმომადგენელი ადამიანის უფლებებში უნდა დაინტერესდეს საქართველოში არსებული რეალობით და ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს და ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ კოორდინაციას გაეროს უმაღლეს წარმომადგენელთან, მათ შორის საქართველოში მათი წარმომადგენლების მეშვეობითაც გავაკეთებთ ამას, იმისთვის, რომ მან განახორციელოს საკუთარი მანდატი. გაეროს უმაღლეს წარმომადგენელს ადამიანის უფლებებში აქვს ადგილზე ვითარების ინსპექციის უფლებამოსილება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს მომავალი ერთი თვის განმავლობაში იმისთვის, რომ მან ეს მანდატი განახორციელოს.მეორე: ეს არის ქიმიური იარაღის პრევენციის ორგანიზაცია და მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში არსებული კონკრეტული მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ეგრეთწოდებულმა ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ამ ორგანიზაციასთან ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით. ჩვენ ძაან კარგად ვიცით, რომ ის ხალხი, რომელმაც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა ამ თანამშრომლობაში არ შევა, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ აქტიურ კოორდინაციას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ მათ მიმართონ ქიმიური იარაღის პრევენციის საერთაშორისო ორგანიზაციას, მან დაიწყოს გამოძიება საკუთარი წესდების შესაბამისად ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, ეს არის საგამოძიებო პროცესი, რომელზეც ვერავითარი გავლენა რეჟიმს ვერ ექნება.მესამე: ეს არის უნივერსალური იურისდიქციის მქონე სახელმწიფოები. თქვენ იცით, რომ კონკრეტულ სახელმწიფოებს აქვთ უფლებამოსილება, რომ მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი კონკრეტული დანაშაულები გამოიძიონ ეროვნულ დონეზე. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთის მიმართულება, რადგან არის საფრანგეთის მოქალაქე და ჩვენ ვიწყებთ ძალიან აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთის საგამოძიებო სტრუქტურებთან, მათ შორის პროკურატურასთან, იმისთვის, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისტემური წამების, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს ეროვნულ დონეზეც, ცალკეულ ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში.მეოთხე: ეს არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, რომელსაც საზოგადოება იცნობს ჰააგის ტრიბუნალის სახელით. მას მერე რაც ლუკაშენკოს და მისი რეჟიმის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისმა დაიწყო გამოძიება, სავსებით რეალისტურია, რომ ივანიშვილის რეჟიმის შემთხვევაშიც მოხდეს ზუსტად ესე. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ივანიშვილმა დაასრულოს ისე, როგორც ბევრ სხვა ავტოკრატ სისხლიან დიქტატორს დაუსრულებია, ჰააგის ტრიბუნალის ბრალდებულის სკამზე. აქ არის საჭირო ძალიან კონკრეტული პროცედურები, მათ შორის ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ მათ მიმართონ ჰააგის სასამართლოს შესაბამისი წარდგინებით, პროკურორის ოფისმა დაიწყოს გამოძიება ივანიშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”