ჩვენი გეგმაა, მომავალ კვირაშივე დავამტკიცოთ ახალი მთავრობა – პარლამენტის თავმჯდომარე ახალი სამთავრობო შემადგენლობის დამტკიცების ვადებსა და პროცედურებს განმარტავს

პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას მომავალ კვირას დაამტკიცებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პროცედურა რამდენიმე დღიანია, სამთავრობო პროგრამის განხილვა ჯერ კომიტეტებში, შემდეგ პლენარულ სხდომაზე მოხდება. მანამდე კი, 1 თებერვალს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ყრილობის დელეგატებს უნდა წარუდგინოს.
“რაც შეეხება მომავალ სამთავრობო კაბინეტს, ეს უპირველეს ყოვლისა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ გადასაწყვეტი საკითხია და სრულად მისი კომპეტენციაა. პარლამენტი ემზადება იმისთვის, რომ განიხილოს მომავალი კაბინეტის შემადგენლობა და პროგრამა. ჩვენი გეგმა არის, რომ მომავალ კვირას, პირველ სასესიო კვირაშივე მოხდეს ახალი მთავრობის განხილვა და მომავალ კვირაშივე დავამტკიცოთ ახალი მთავრობა. უახლოეს დღეებში გაიმართება ასევე ბიუროს სხდომა, სადაც დავამტკიცებთ გრაფიკს კომიტეტებზე სამთავრობო გეგმის განხილვისა და შემდეგ უკვე მომავალ კვირაში გვექნება კენჭისყრა მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით,” – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა “კურიერთან” საუბრისას.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერი ხდება, კი, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე.

ასევე დაგაინტერესებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ