შესთავაზა სექსუალური კავშირი, მიიღო რადიკალური უარი, მაგრამ არ გაჩერდა და კიდევ ახორციელებდა მასთან არასასურველ კონტაქტს – დაზარალებული პედაგოგის ადვოკატი

სექსუალური შევიწროება თერჯოლის რაიონის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში – დაზარალებული პედაგოგის კოლეგები აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იციან. ისინი ამბობენ, რომ კოლეგას სექსუალური შევიწროების შესახებ მათთვის არაფერი უთქვამს.
დაზარალებული პედაგოგის ადვოკატი კი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტი წლების განმავლობაში გრძელდებოდა, რის გამოც მისი დაცვის ქვეშ მყოფს უხელფასო შვებულებაში გასვლა მოუხდა.
“ეს პედაგოგი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ავიწროებდა, ახორციელებდა მასთან არასასურველ კომუნიკაციას 2021 წლიდან 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით. შესთავაზა სექსუალური კავშირი, სასიყვარულო ურთიერთობა, მიიღო ამაზე რადიკალური უარი, მაგრამ არ გაჩერდა ეს პიროვნება და კიდევ ახორციელებდა მასთან არასასურველ კონტაქტს. დაზარალებულმა ამის გამო შეიცვალა მნიშვნელოვნად ცხოვრების წესი, იმდენადაც კი, რომ აიღო უხელფასო შვებულება და სკოლაში, ჯერჯერობით, აღარ მუშაობს,” – აცხადებს დაზარალებულის ადვოკატი სოსო ქუთათელაძე.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ თერჯოლის რაიონის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგს ადევნების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, 2021-იდან 2023 წლამდე, მასწავლებელი თავისივე კოლეგას დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და უარის მიუხედავად, მასთან დაახლოებას ცდილობდა. დაზარალებული იძულებული გახდა სამსახურიდან ხანგრძლივ, უხელფასო შვებულებაში გასულიყო.
სკოლის პედაგოგს ბრალი წაუყენეს 151-ე, ადევნების მუხლით, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების შიში გამოიწვია. პროკურატურა სასამართლოს პატიმრობის გამოყენების და ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მიმართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას მიტინგები უაზრობაა – უამრავმა ადამიანმა მიტინგს ჩაუარა და არც კი გაჩერდა, პარალელურად, 5-10 პარტიული აქტივისტი დადის ეთერიდან ეთერში და სტუდენტების სახელით უშინაარსო სადღეგრძელოებს იმეორებს

ქალბატონო სალომე, ხელისუფლების წყაროა ხალხი და არა თქვენ! ხალხმა უკვე გააკეთა მყარი პოლიტიკური არჩევანი და ქვეყნის მმართველობის ლეგიტიმაცია გადასცა პოლიტიკურ პარტიას “ქართულ ოცნებას”