ექიმის კომენტარი პატრიარქის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

11
ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, პატრიარქი ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური.
უწმინდესის ჯანმრთელობის შესახებ კომენტარს აკეთებს ექიმი, რომელიც ამბობს, რომ ილია მეორე მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტში.
„პატრიარქი შემოყვანილია კუჭიდან მასიური სისხლდენით, მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურები. მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტში. მდგომარეობა საყურადღებოა – ჰემოდინამიკა არასტაბილური გვაქვს“,- ამბობს კავკასიის მედიცინის ცენტრის წარმომადგენელი.

ასევე დაგაინტერესებთ