გერმანია მზადაა “დიპლომატიურად” დაიცვას ჰორმუზის სრუტე, სამხედრო ჩართულობა არ იქნება

გერმანია უარს ამბობს -ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნაზე სხვა ქვეყნების მიმართ, საბრძოლო ხომალდებით უზრუნველყონ ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო ხომალდების გადაადგილება. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა, ისაუბრა.
“მზად ვართ დიპლომატიურად უზრუნველვყოთ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილება. თუმცა, არ იქნება სამხედრო მონაწილეობა.” – თქვა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
პისტორიუსის თქმით, გერმანიას დასჭირდება როგორც საერთაშორისო სამოქმედო ჩარჩო, ისე პარლამენტის მანდატი მანამ, სანამ NATO-ს ტერიტორიის გარეთ სამხედრო მოქმედებას დაიწყებს.
“ეს ჩვენი ომი არაა, ის ჩვენ არ დაგვიწყია.” – თქვა პისტორიუსმა.
აქამდე -ს პრეზიდენტმა NATO-ს ქვეყნებსა და ნავთობის იმპორტიორ სახელმწიფოებს მოუწოდა, დახმარებოდნენ ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის აღდგენაში. სრუტე, რომელიც ნავთობითა და გაზით ვაჭრობის მნიშნველოვანი გამავალი გზაა, ირანს ფაქტობრივად ჩაკეტილი აქვს. გამავალი ხომალდები იერიშების საფრთხის ქვეშ არიან. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის ფონზე იზრდება ნავთობის ფასები.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია