VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა “გაგრა”…

“რუსთავმა” წინა მატჩებში კარგი თამაში აჩვენა და “გაგრასთან”, რომელმაც მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდა, ფავორიტად განიხილებოდა. პირველ ტაიმში გია ცეცაძის გუნდმა მართლაც ისე ითამაშა, რომ წაგების არაფერი ეტყობოდა – დასაწყისშივე დაწინაურდა ალმეიდას გოლით.
მეორე ტაიმში მოედანზე სულ სხვა “გაგრა” ვიხილეთ. ანგარიში ლამაზი სოლო-რეიდის შემდეგ უკრაინელმა ანდრეიჩუკმა გაათანაბრა, ხოლო შეხვედრის ბოლოსკენ მუჯირმა ისარგებლა მეკარე ბერუაშვილის მიერ ბურთის ცუდად მოგერიებით და გამარჯვების გოლი გაიტანა.
რუსთავი-გაგრა 1:2
გოლები: 1:0 ალმეიდა (8, უბილავას პასით), 1:1 ანდრეიჩუკი (58, ზოიძის პასით), 1:2 მუჯირი (84)
რუსთავი: ბერუაშვილი, ანდღულაძე (ჯაფარიძე 60), იაკობიძე, ფაცაცია, ჩიქოვანი, პამი (გუჯაბიძე 78), უბილავა, ნაკანო, პრინს ოსეი (ჩხეიძე 86), ქუთათელაძე (კაპანაძე 60), ალმეიდა (კესი 86)
გაგრა: ვორობეი, კლაუდინეი, ჩოჩია, პორფირიო, არსიჩი, ზოიძე (ბორჟესი 82), ვანდერსონი (ცინცაძე 76), ფეიქრიშვილი (ანდრეიჩუკი 46), კეკელიძე, სკრიპნიკი, მუჯირი (ჭავჭანიძე 87).
არბიტრი: გ. ყრუაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

ჯეი დი ვენსი ორბანზე – მსურს, საარჩევნო პერიოდში მას დავეხმარო – არ მაქვს მოლოდინი, რომ უნგრელი ხალხი მომისმენს, მაგრამ მინდა, სიგნალი გავუგზავნო ბრიუსელში ბიუროკრატებს, რომლებიც ცდილობენ უნგრელები დაჩაგრონ