[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება – “შტურმმა” ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია

ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ეტაპზე, საჩემპიონო ჯგუფში, „შტურმმა“ გასვლაზე „აუსტრიას“ 5:2 მოუგო.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა. კიტეიშვილი 72-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 32 მატჩში 16 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
გრაცელთა შემტევი გიზი მამაგეიშვილი 63-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
ქართველების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს
კიტეიშვილი – Sofascore 9.7, Flashscore 9.4.
მამაგეიშვილი – Sofascore 6.9, Flashscore 6.9.
„შტურმი“ 22 ქულით ლიდერია და 20 მარტს „ზალცბურგს“ უმასპინძლებს.
ვენა. „ჯენერალი არენა“
აუსტრია – შტურმი 2:5
გოლები: 1:0 შაბლასი (1), 1:1 რუზგა (7), 1:2 კიტეიშვილი (45+1), 1:3 კიტეიშვილი (55, პენ), 1:4 ფოსო (60), 1:5 დრაგოვიჩი (67, საკ. კარში), 2:5 ფიშერი (84)
გაძევება: პლავოტიჩი (55, აუსტრია), კოლერი (77, შტურმი)

ასევე დაგაინტერესებთ

ჯეი დი ვენსი ორბანზე – მსურს, საარჩევნო პერიოდში მას დავეხმარო – არ მაქვს მოლოდინი, რომ უნგრელი ხალხი მომისმენს, მაგრამ მინდა, სიგნალი გავუგზავნო ბრიუსელში ბიუროკრატებს, რომლებიც ცდილობენ უნგრელები დაჩაგრონ