[VIDEO] საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან 17:19 დამარცხდა.
პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 12:3 მოიგო. ლელო სპანდერაშვილმა და ჯალაღონიამ გაიტანეს, ერთი გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა, მეტოქემ კი ქულები საჯარიმოთი მოიპოვა.
შესვენების შემდეგ პორტუგალიელებმა აქტიურად შემოგვიტიეს, სამი საჯარიმოდან ორი გამოიყენეს და სხვაობა 3 ქულამდე შეამცირეს. 67-ე წუთზე გორგაძემ ლელო დადო, გარდასახვიდან აბჟანდაძემ ბურთი ძელს გაარტყა. თუმცა, მოწინააღმდეგემ მორიგი საჯარიმოთი ანგარიში შეამცირა. 72-ე წუთზე მეტრეველი გაასინბინეს, ხოლო მოწინააღმდეგე ლელო-გარდასახვით დაწინაურდა და გაიმარჯვა.
მადრიდი. „ონთაიმ ბუთარქი“
საქართველო – პორტუგალია 17:19
საქართველო
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).
მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. მამუკა მსტოიანი (აჟენი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 21. ბექა გორგაძე (პო); 22. მიხეილ ალანია (ვანი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).

ასევე დაგაინტერესებთ

ჯეი დი ვენსი ორბანზე – მსურს, საარჩევნო პერიოდში მას დავეხმარო – არ მაქვს მოლოდინი, რომ უნგრელი ხალხი მომისმენს, მაგრამ მინდა, სიგნალი გავუგზავნო ბრიუსელში ბიუროკრატებს, რომლებიც ცდილობენ უნგრელები დაჩაგრონ