რაშფორდმა ვარჯიში გააცდინა და ღამის კლუბში წავიდა – ინგლისელს დასჯიან

The Sun-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” გარემარბი მარკუს რაშფორდი სამშაბათს ღამის კლუბში იმყოფებოდა და მეორე დღეს გუნდის ვარჯიში გააცდინა, ერიკ ტენ ჰაგმა კი ინგლისელი ფეხბურთელი ინგლისის თასზე “ნიუპორტთან” შეხვედრაში სამატჩო განაცხადში არ შეიყვანა.
ამასთან დაკავშირებით მანჩესტერულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
“მარკუსმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, საქმე ეხება დისციპლინარულ გადაცდომებს და ამაზე უკვე ვისაუბრეთ”, – ნათქვამია “მანკუნიანელთა” განცხადებაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რაშფორდის შესახებ პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ალან შირერმა ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ მარკუსი ასე გააგრძელებს, მისი კარიერა მალე
დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში