Reuters: სპარსეთის ყურის ქვეყნები ტრამპს ირანის სრულად უვნებელყოფისკენ მოუწოდებენ

თეირანი 7 მარტს ნავთობის საცავებზე ისრაელის საჰაერო იერიშების შემდეგSasan / Middle East Images / AFP via Getty Imagesგამოცემა Reuters-ს სამმა წყარომ განუცხადა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები -ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებენ, არ შეწყვიტოს ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია მანამ, სანამ ირანის რეჟიმი ვეღარ შეძლებს, საფრთხე შეუქმნას ნავთობის სახით რეგიონის სიცოცხლის წყაროსა და მასზე დამოკიდებულ სახელმწიფოებს.
ამავდროულად, იგივე წყაროები და ასევე დასავლელი და არაბი დიპლომატები ამბობენ, რომ აღნიშნულ ქვეყნებს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომში ჩართვისკენ მოუწოდებს. სამი პირის თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, აჩვენოს, რომ ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიას რეგიონული მხარდაჭერა აქვს.
“[სპარსეთის] ყურის მასშტაბით არის განცდა, რომ ირანმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა ყურის თითოეულ სახელმწიფოსთან მიმართებით,” განაცხადა საუდის არაბეთში დაფუძნებული “ყურის კვლევითი ცენტრის” თავმჯდომარემ, აბდულაზიზ საგერმა, რომელიც ქვეყნის მთავრობაში არსებულ მოსაზრებებზე ინფორმირებულ პირად ითვლება.
“თავდაპირველად ჩვენ მათ ვიცავდით და ომს ვეწინააღმდეგებოდით, მაგრამ როცა მათ ჩვენ წინააღმდეგ იერიშები დაიწყეს, ისინიმტრებად იქცნენ. სხვაგვარად მათი კლასიფიცირება შეუძლებელია”. – დაამატა მან.
სპარსეთის ყურის წყაროების თქმით, ომის მესამე კვირის დაწყებასთან ერთად, რეგიონის სახელმწიფოების ლიდერებს შორის უდავოა განწყობა, რომ ტრამპმა ყოვლისმომცველად უნდა დააქვეითოს ირანის სამხედრო შესაძლებლობები. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ალტერნატივა მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრებაა.
თავის მხრივ, ირანის რეჟიმი კვლავ განაგრძობს სპარსეთის ყურის მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ იერიშებს, მიუხედავად იმისა, რომ 7 მარტს ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა მეზობელ სახელმწიფოებს იერიშების გამო ბოდიში მოუხადა.