“უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ” – იენს სტოლტენბერგი

“უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ” – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ენტონი ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, ს გამარჯვება წაახალისებს ირანს, ჩრდილოეთ კორეას და ჩინეთს. მისი განცხადებით, საქმე ევროპისა და ამერიკის უსაფრთხოებას ეხება და უკრაინის მხარდაჭერა შტატების ინტერესებშია.
“ის, თუ რა მოხდება მოლაპარაკებების მაგიდის გარშემო, განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან. ასე რომ თუ გვინდა გრძელვადიანი, სამართლიანი მშვიდობა, ს მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა მივაწოდოთ. უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
-ის სახელმწიფო მდივნის, ს თქმით, პუტინს NATO-ს დასუსტება სურდა, თუმცა ის ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.
“პროცესი, რომელიც ჩვენ რეალურად ვნახეთ რეკორდულ დროში, ჯერ ფინეთთან და ახლა შვედეთთან, აჩვენებს, რომ ნატოს კარი ღია რჩება, მათ შორის უკრაინისთვის, რომელიც გახდება ალიანსის წევრი. ფაქტობრივად, რუსეთის პრეზიდენტმა დააჩქარა ის, რის პრევენციასაც ცდილობდა. მას სურდა ნატოს დაპატარავება. ახლა ის უფრო დიდია და კიდევ უფრო დიდი ხდება. მას სურდა ნატოს დასუსტება. ის უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე თავდასხმები, შანტაჟის ენა და ის ულტიმატუმები, რომლებიც მომდინარეობს ჩვენს მიმართ, პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ომში ჩართვის სურვილს

რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის ელჩმა „ნაცმოძრაობის” ამ კონკრეტულ აქტივისტს გრანტების კანონის ამოქმედებამდე დაფინანსება გამოუყო – ჩვენთვის ვიცოდეთ, ვინც ექსტრემიზმს აფინანსებს, ქართველი ხალხისთვის კარგი არ უნდა