“პარიზს უყვარხარ, “კვარადონა” – ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ” – პსჟ ხვიჩას აქებს

დღეს დილით პსჟ ლონდონში გაფრინდა, სადაც 17 მარტს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „ჩელსის“ შეხვდება. პარიზულმა კლუბმა სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა:
„კვარადონამ“ ჩემპიონთა ლიგის სულ რაღაც 19 შეხვედრაში უკვე 15 საგოლე მოქმედებით გამოიჩინა თავი – 9 გოლით და 6 საგოლე გადაცემით. როდესაც საქმე მოითხოვს, მუდამ მოწოდების სიმაღლეზეა: მნიშვნელოვანი გოლები, შეტევების ეფექტურად დაგვირგვინება, გაბრწყინების მომენტები, რომლებიც ანათებენ ევროპის ყველაზე დიდ სცენებს.
მაგრამ „კვარა“ იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე სტატისტიკა. ის მოედანზე მეომარია, პრესინგს მიმართავს, დარბის, ყოველ ბურთზე იბრძვის, არაფრისგან შეუძლია რაღაც შექმნას – დრიბლინგი, სოლო-რეიდი და გოლი, რომელსაც არავინ ელოდება. ერთ წელიწადზე ოდნავ მეტი გავიდა, რაც აქ ჩამოვიდა და ცოტა ხნის წინ თქვა, რამდენად ძლიერ უყვარს პარიზი. ჰოდა… პარიზსაც უყვარხარ, „კვარა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას