მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს – შეუძლია “ქოჩორას” გუნდს?

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფების მთელი სიმძაფრე იმაშია, გადაწყვეტილი ამბავი რომ გვგონია, საპასუხო მატჩის შედეგი ხშირად შეტრიალდება, ხოლმე. ზოგიერთი წყვილი ისეთია, მსგავსი რთულად წარმოსადგენია, ზოგან კი ეს არც გვინდა მოხდეს. ასეც და ისეც მთავარი დაპირისპირება ლონდონში, “სტემფორდ ბრიჯზე” შედგება, სადაც “ჩელსი” ეცდება, ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ პსჟ-თან სამბურთიანი (2:5) ჩამორჩენა, რაც დიდწილად ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა, გააბათილოს – დღეს, 23:59 საათზე.
როსენიორის ფეხბურთელებმა პარიზში ორჯერ გაათანაბრეს, საბოლოოდ კი 5 გაუშვეს. რა თქმა უნდა, “არისტოკრატები” ეცდება, თავიდანვე აქტიურად შეუტიოს, პარიზელთა მომაკვდინებელი სისწრაფე და კონტრშეტევები კი მათ დიდ გამოცდას მოუწყობს. ლუის ენრიკეს “ასტონ ვილასთან” შარშანდელი გამოცდილება უნდა გამოადგეს და გუნდმა ინიციატივა ზედმეტად არ უნდა დათმოს, რადგან პრობლემები აირიდოს.
“ჩელსიმ” პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სამი ბურთის სხვაობით სულ მეორედ წააგო. პირველად 1994-95 წლების სეზონის თასების თასის ნახევარფინალში, “სარაგოსასთან” მოხდა. ლონდონელებმა შინ (3:1) კი მოიგეს, მაგრამ არ უშველათ. როსენიორის გუნდმა პრემიერლიგაში “ნიუკასლთანაც”  (0:1) წააგო და კარგი დროება არ უდგას.
“კვარას” გუნდი ცალი თვალით ალბათ მომდევნო მეტოქეზე (ლივერპული ან გალათასარაი) ფიქრობს და ლუის ენრიკემ უნდა აკონტროლოს, კონცენტრაცია არ დაიკარგოს. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მარცხის გამო, პსჟ-მა რევანში ნაწილობრივ უკვე აიღო და საქმე ბოლომდეა მისაყვანი.
პარიზელები ეცდებიან, ბოლო ექვსი გასვლითი დაპირისპირებიდან მეხუთე მოიგონ, “სტემფორდ ბრიჯს” კი ათწლიანი პაუზის შემდეგ ესტუმრებიან. მანამდე ხშირი მისვლა-მოსვლა იყო.
თუკი “ჩელსი” მეკარესა (თამაშის და ტრავმის გამოც) და რამდენიმე ტრავმირებულს შეცვლის, ლუის ენრიკესგან მხოლოდ ერთ ცვლილებას ველით – წინა დაპირისპირების გმირი “შვიდიანი” სასტარტოში იქნება. სავარაუდოდ, სათადარიგოთა შორის დუე გადაინაცვლებს. წინა მატჩის ენდშპილის (ეს მონაკვეთი ლონდონელთა მეკარეს და სხვა მატჩებსაც  ეხება) გათვალისწინებით, დემბელეს მარჯვენა ფლანგზე ველით, კვარაცხელიამა და ბარკოლამ კი ცენტრსა და მარცხენა ფლანგზე უნდა იმოძრაონ (მარჯვნივ ყველაზე ნაკლებად გვსურს).
სავარაუდო შემადგენლობები
ჩელსი: სანჩესი – აჩეამპონგი, ფოფანა, ჩალობა, კუკურელა – ლავია, კაისედო – პალმერი, ფერნანდესი, ნეტო – პედრო;
პსჟ: საფონოვი – ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში – ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში –  დემბელე, კვარაცხელია, ბარკოლა.
მსაჯი: ვინჩიჩი (სლოვენია).
დღეს
21:45 სთ
სპორტინგი (გიორგი ქოჩორაშვილი) – ბოდო გლიმტი (პირველი მატჩი 0:3);
23:59 სთ
სიტი – რეალი (0:3);
არსენალი – ლევერკუზენი (1:1).
ოთხშაბათი
21:45 სთ
ბარსელონა – ნიუკასლი (1:1);
23:59 სთ
ლივერპული (გიორგი მამარდაშვილი) – გალათასარაი (0:1);
ბაიერნი – ატალანტა (6:1);
ტოტენჰემი – ატლეტიკო (2:5).

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება