მიხეილ სარჯველაძის თქმით, 17 მარტის საღამოს მდგომარეობით პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარობა “არის კვლავ არსებითი დინამიკის გარეშე”.
“არის გარკვეული ცვლილებები ცალკეული მიმართულებებით და ცალკეული ცვლადების მიხედვით, თუმცა, რამე არსებით ან გაუმჯობესებაზე ან გაუარესებაზე საუბარი არ გახლავთ. ექიმები, ბუნებრივია, მუდმივად, პერმანენტულად აკვირდებიან ყველა მონაცემს, სად შეიძლება, ვნახოთ შესაძლებლობა შემდგომი გაუმჯობესებისთვის.
შესაბამისად, უნდა დაველოდოთ, რა თქმა უნდა ექიმებს, მათ სამუშაოს, მათ დაკვირვებებს და შემდეგ შევეძლება, რომ გავაკეთოთ დასკვნები. ეს არის ძალიან ცოცხალი პროცესი, ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება მუდმივად დაკვირვბა, მუდმივად ძალიან ფრთხილად გაზომვა” – ამბობს ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი.
მიხეილ სარჯველაძის თქმითვე, რამდენიმე საათში თბილისში ჩამოვა “საკმაოდ კვალიფიციური, საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი, რეანიმატოლოგი”.
“მე პირადად მოლოდინი მაქვს, რომ დასკვნები პრაქტიკულად დაემთხვევა იმას, რა მეთოდოლოგიითაც მიმდინარეობს მკურნალობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ინტერესებით და დადებითი მოლოდინით ველოდები, იქნებ იყოს რჩევა რაიმე უკეთესსზეც” – ამბობს სარჯველაძე.



