: მაღაროელებისა და მთავრობის ხელმძღვანელის დებატები ანომალიაა

“რუსთავი 2”-ზე მიმდინარე “დებატების” დროს პარტია “გახარია-საქართველოსთვის” წევრმა, ბერდია სიჭინავამ  ირაკლი კობახიძეს უთხრა, რომ “ჯორჯიან მანგანეზის” მუშებმა თხოვნა გადასცეს, რომ მასთან შეხვედრა და დებატები სურთ, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ “მაღაროელებისა და მთავრობის ხელმძღვანელის დებატები ანომალიაა”
: “რაც შეეხება ჭიათურას, ჯორჯიან მანგანეზს, ამაზე თქვენი შუამდგომლობა არ გვჭირდება. სახელმწიფო ამ საწარმოს ფუნქციონირებაში ძალიან ფართოდ არის ჩართული და მათ ძალიან ფართოდ ეხმარება იმისთვის, რომ ადამიანები უმუშევრები არ დარჩნენ. ყველა საკითხთან დაკავშირებით მუდმივი განხილვა გვაქვს”
სიჭინავა: კონკრეტული თხოვნა იყო, ბატონო ირაკლი, თქვენ უშუალოდ შეხვდებით ამ ადამიანებს და დებატებზე დაუჯდებით?
კობახიძე: “მაღაროელებისა და მთავრობის ხელმძღვანელის დებატები საერთოდ ანომალიაა. აქ საუბარია საწარმოზე, რომელიც, რეალურად, სახელმწიფოს ირიბი სუბსიდიით ფუნქციონირებს და როგორ შეიძლება დებატები… ეს საწარმო თავისი შინაარსით პრობლემურია, გლობალურად წიაღისეულზე ფასები დაცემულია და უამრავი პრობლემაა, რის გამოც ის მოგებაზე ვერ გადის”.