“ხვიჩაზე მრავალმხრივია” – ნეაპოლელმა ჟურნალისტმა “პარტენოპეის” შემტევის დამატება ურჩია

Arenapoli-ს ჟურნალისტმა ალესანდრო დ'არიამ “ნაპოლის” კოტ დ'ივუარის ნაკრების შემტევის, კარიმ კონატეს შეძენა ურჩია.
მისი თქმით, 19 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიას იდეალურად შეცვლიდა.
“კონატე ძალიან მოძრავი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია თამაში როგორც ცენტრფორვარდად, ასევე შეტევის ორივე ფლანგზე.
ის უფრო მრავალმხრივია, ვიდრე ქართველი. შემთხვევითი არ არის, რომ “ზალცბურგმა” აფრიკელი ტალანტი პირველ გუნდში დააწინაურა. იგი ავსტრიის მეორე ლიგაში თამაშობდა, სადაც 18 მატჩში 15 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
ვფიქრობ, დე ლაურენტისისთვის საინტერესო კანდიდატურა უნდა იყოს”, – განაცხადა დ'არიამ.
შეგახსენებთ, კონატეს “ზალცბურგთან”
კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისს ეწურება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში