ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ვინ ართმევს მათ ხელს ევროპაში

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე:
გასაგები რომ იყოს ვის ხვდებიან ბიძინას წითელი მცველები
უფრო სწორად ვინ ართმევს მათ ხელს ევროპაში
მარცხენა ფოტოზე, რუთ ფირმენიხი, გერმანელი პოლიტიკოსი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მუდმივად ითხოვს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას და რუსეთისთვის სანქციების მოხსნას. მისი რიტორიკა მუდმივად ტოვებს განცდას რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში არა რუსეთის, არამედ ევროკავშირის/ნატოს სტრატეგიის ბრალია
მარჯვენა ფოტოზე, ტიერი მარიანი, ფრანგი პოლიტიკოსი, რომელიც პრაქტიკულად ღიად პრო-რუსი ევრო-დეპუტატია და უკრაინაში რუსეთის აგრესიის თემაზე მუდმივად იჭერს კრემლისთვის ხელსაყრელ პოზიციას. ის ნამყოფია ოკუპირებულ ყირიმში პუტინის მიერ ორგანიზებულ ე.წ. ,,არჩევნებზე” დამკვირვებლად, რის გამოც დასანქცირებულია უკრაინის მიერ. მის, როგორც ფრანკო-რუსული დიალოგის (შირაკისა და პუტინის მიერ 2004 წელს შექმნილი ფორმატი) ერთ-ერთი ლიდერის, წინააღმდეგ პარიზის პროკურატურამ 2022 წლის ბოლოს აღძრა 2 სისხლის სამართლის საქმე რუსეთთან დაკავშირებულ შესაძლო კორუფციისა და ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტებზე.
მე მაინც მგონია რომ დამთხვევაა ეს ყველაფერი ან დიპსტეიტი უჩალიჩებს ბიძინას რომ ჩვენ რამე ფარსაგი ვიფიქროთ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა