ოპოზიციაზე: ჯერ აღიარონ ლეგიტიმაცია, მერე ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი (ვიდეო)

ირაკლი ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს – “ოცნების” პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე შეიძლება ოპონენტებთან საუბარი.

კობახიძე ამით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის რეკომენდაციას გამოეხმაურა, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს გულისხმობს.

9 პარტია გამოვიდა, გამოაქვეყნა რაღაც მანიფესტი და საუბრობდნენ რაღაც არალეგიტიმური რეჟიმის დამხობაზე, პირდაპირ მანიფესტში უწერიათ და ასეთ ხალხს რანაირად უნდა ველაპარაკოთ?! ჯერ დაარწმუნონ ეს ადამიანები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მათ უნდა აღიარონ ამ ქვეყანაში ხელისუფლების ლეგიტიმაცია, იურისდიქცია. მსოფლიოში რამდენიმე სახელმწიფოა, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ზე და ჩვენი ქვეყნის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას და იურისდიქციას ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური ასეთი პოლიტიკური ძალების მიმართ. ჯერ აღიარონ ლეგიტიმაცია და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე, მერე ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი. ისინი არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას 2020 წლიდან მოყოლებული, ეს არის კომპლექსური პრობლემა. ჯერ დაარწმუნონ ეს ადამიანები , რომ უნდა მოიქცნენ კარგად და მერე ვისაუბროთ ყველაფერ დანარჩენზე“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა