სასმელების პლასტიკის ბოთლით გაყიდვის საქართველოში დაგეგმილ აკრძალვას ანალოგი არცერთ ქვეყანაში არ აქვს

2027 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ბაზარზე გაზიანი, გამაგრილებელი სასმელების, ალკოჰოლის და მტკნარი წყლის პლასტიკის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა იგეგმება. გამონაკლისი ეხება წყლის მიმართულებით 3 ლიტრზე დიდ ბოთლებს, ხოლო გაზიანი გამაგრილებელი სასმელების მიმართულებით 20 ლიტრზე დიდ ბოთლებს. შესაბამისად, რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში ბაზრიდან გაქრება ფაქტობრივად ყველა დასახელების ადგილობრივი წარმოების თუ იმპორტირებული სასმელი, რომელიც დღეს პლასტიკის ბოთლებით იყიდება.

თავის მხრივ რეგულაციის დასაბუთების კომპონენტში მთავრობა არ უთითებს საერთაშორისო გამოცდილებაზე. როგორც bm.ge-მ სხვადასხვა ღია წყაროებში გადამოწმების შედეგად გაარკვია, ის არ არსებობს, რადგან არც -ში, არც ევროკავშირში, არც OECD-ის არცერთ ქვეყანაში და არც მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში პლასტიკის ბოთლებით სასმელების რეალიზაციაზე მსგავსი სიმძიმის და მასშტაბის რეგულაცია არ არსებობს.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველო როგორც მტკნარი და მინერალური ასევე გაზიანი სასმელების მნიშვნელოვანი მწარმოებელია და აღნიშნული საქონლის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია ძირითადად სწორედ პლასტიკის ბოთლების მეშვეობით ხორციელდება, ხოლო ალუმინის და შუშის ბოთლებს ბაზრის სპექტრის მცირე ნაწილი უჭირავს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველომ პლასტიკის ბოთლების ფაქტობრივი აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს ნარჩენების სეპარირების სისტემა, რომელიც უკვე მრავალი წელია ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედებს და ხელს უწყობს როგორც პლასტიკის; ასევე შუშის და ალუმინის ბოთლების გადამუშავებას. მაგალითად, ევროკავშირის სამიზნე პარამეტრი 2025 წლიდან განსაზღვრავს რომ პლასტიკის ბოთლების 25% მაინც იყოს წარმოებული გადამუშავებული (Recycled) პლასტიკისგან, რაც 2030 წლისთვის 30%-მდე უნდა გაიზარდოს.

არსებული ვითარებით კი საქართველოში პლასტიკის გადამუშავების ეროვნული სისტემა ფაქტორბივად არ არსებობს, ისევე როგორც ალუმინის ქილების გადამუშავების სისტემა, ხოლო შუშის გადამუშავება მინიმალურ დონეზეა.

ლიმონათების და გაზიანი სასმელების ქართულ თუ გლობალურ მწარმოებლებს 2027 წლის 1 თებერვლამდე მოუწევთ მნიშვნელოვანი მოცულობის ინვესტიციები განახორციელონ ალუმინის და შუშის ბოთლების წარმოების დაწყების მიმართულებით, თუმცა არსებობს ბაზრის სეგმენტი რომელიც ამ კატეგორიის ბოთლებით ვერ ჩანაცვლდება – მაგალითად ალუმინის ქილის მაქსიმალური მოცულობა, რაც მსოფლიოში არის აპრობირებული თითქმის არასდროს არ აჭარბებს 800 მილილიტრს, ხოლო შუშის ბოთლებში დაფასოებული არაალკოჰოლური სასმელების პრაქტიკული მოცულობა თითქმის არასდროს არ აჭარბებს 1.5 ლიტრს.

პლასტიკის ბოთლების გაუქმებით ბაზრიდან ფაქტობრივად გაქრება 2-ლიტრიანი და 2+ ლიტრის მოცულობის გაზიანი სასმელები, რადგან მსგავსი მოცულობის შუშის ჭურჭლის წარმოება სასმელის თვითღირებულების არანაკლებ 50%-ით გაძვირებას გამოიწვევს. ასევე გაძვირდება სხვა ზომის ჭურჭელში დაფასოებული სასმელების წარმოების ღირებულებაც, რაც 20-30%-ის ფარგლებშიც შეიძლება იყოს.

რეგულაცია 2027 წლის 1 თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს. უცნობია გადახედავს თუ არა მთავრობა მას. ამასთან მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მთავრობამ უკვე გადახედა ამ რეგულაციის პირვანდელ ვერსიას – რადგან პირვანდელი ვერსია კიდევ უფრო ყოვლისმომცველი იყო და წყალთან, ასევე გაზიან სასმელებთან ერთად პლასტიკის ბოთლებით სხვა საკვები პროდუქციის რეალიზაციასაც კრძალავდა, ეს კი რძის ნაწარმის სრულ სპექტრს, ასევე საკვები სოუსების ფართო სპექტრს და მთელი რიგი დასახელების სასურსათო პროდუქტებს ფაქტობრივად ბაზრიდან გააქრობდა. იმის მიუხედავად რომ რეგულაცია “შერბილდა” და მისი ფოკუსში ამჟამად რძის, იოგურტის, მაიონეზის და კეჩუპის ნაცვლად, მხოლოდ სასმელებია, ამ პირობებშიც კი ის მსოფლიოში ყველაზე მძიმე რეგულაცია იქნება, რომელიც პლასტიკთან დაკავშირებით მოქმედებს.

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც პლასტიკზე მკაცრი რეგულაციები მოქმედებს – მათ შორის ყველაზე გამორჩეულია რუანდა, სადაც 2008 წლიდან აიკრძალა პოლიეთილენის პარკების იმპორტი და რეალიზაცია, თუმცა რუანდაშიც კი პლასტიკის ბოთლებით სასმელების რეალიზაცია შესაძლებელია. სხვა ქვეყნებში კი – მაგალითად კენიაში პლასტიკის ბოთლებით სასმელების რეალიზაცია აკრძალულია ეროვნულ პარკებში, თუმცა ეროვნულ დონეზე პლასტიკის ბოთლების სრული აკრძალვა არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს.

ჯერჯერობით საქართველოში სასმელების ადგილობრივ და გლობალურ მწარმოებლებს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეგულაციაზე საპასუხო განცხადება გაკეთებული არ აქვთ. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მთავრობა არის მინერალური და მტკნარი წყლების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის “ბორჯომის ჯგუფის” აქციონერი და მისი 7.73%-ის მფლობელი, ხოლო აღნიშნული აკრძალვა ამოქმედების შემთხვევაში “ბორჯომის”; “ლიკანის”; “ბაკურიანის” სასმელებზეც გავრცელდება და საქართველოში კომპანიის რეალიზაციაზე იქონიებს გავლენას.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო