“დადასტურდა ის, რასაც როგორც ცესკოს წევრი სხდომებზე და სატელევიზიო ეთერებში ვამბობდი.
მეგობრებო, საერთაშორისო დასკვნამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი 2024 წლის არჩევნების ირგვლივ დისკუსიას. (“მაჩვენე მტიკცებულებები”)
როდესაც ცესკოს სხდომებზე დარღვევებზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და ამომრჩევლის დაშინებაზე ვსაუბრობდი, ქოცების გუნდის დანიშნული წევრები ირონიით მპასუხობდნენ. დღეს კი ეს ყველაფერი შავით თეთრზე წერია საერთაშორისო დოკუმენტში:
დამოუკიდებელი გამოძიება ის, რასაც შიგნით ვითხოვდი და რაზეც უარს მეუბნებოდნენ, ახლა საერთაშორისო საზოგადოების მთავარი მოთხოვნაა.
ODIHR-ის რეკომენდაციების მუდმივ იგნორირებას ეძღვნება დასკვნის დიდი ნაწილი.
ზეწოლა და მუქარა დადასტურდა, საარჩევნო გარემო იყო არა თავისუფალი, არამედ დაშინებაზე დაფუძნებული.
სიმართლეს ვეღარ გაექცევით. ეს დასკვნა არ არის მხოლოდ ფურცელი, ეს არის განაჩენი იმ სისტემისთვის, რომელმაც ხალხის ნება მიიტაცა. ბრძოლა გრძელდება ახლა უკვე საერთაშორისო მხარდაჭერით და ბრძოლა იქნება ბოლომდე!” – წერს “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, ანა კობახიძე სოციალურ ქსელში.
10 მარტს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა




