რომან გოცირიძე: 6 წელზე ძველი ავტომობილების შემოყვანა ფაქტობრივად აიკრძალა

ეკონომისტი რომან გოცირიძე:

,,6 წელზე ძველი ავტომობილების შემოყვანა ფაქტობრივად აიკრძალა. ახლა ეს პირდაპირი აკრძალვით კი არ ხდება, არამედ შემოვლითი გზით, უზარმაზარი ბაჟის მეშვეობით. თუ იმპორტირებული მანქანის განბაჟება მაგალითად 2000 ლარი ღირდა, ახლა 10 000 ლარი გახდება. ეს უაზროს ხდის მის შემოყვანას.

მთავრობის ეს გადაწყვეტილება ტრამპის მუქარას ჰგავს, რომ ამბობს, 500 პროცენტიან ტარიფს დაგიწესებთო. ეს ფაქტლბრივად საქონლის იმპორტის აკრძალვაა, ოღონდ ტექნიკურად(ეშმაკურად), ვერ შემოგედავება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. კი არ ვკრძალავ, ტარიფს ვზრდიო, ეს შინაარსია ჩადებული.

6 წლამდე ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა ქვეყანას ძველი ავტომობილების სასაფლაოდ აქცევს.“

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც