გურამ მაჭარაშვილი – რადიკალური ოპოზიციიდან ჩვენ ვხედავთ წინასაარჩევნო წუწუნს, რომელიც აუცილებლად გადაიზრდება კვნესაში ოქტომბრის არჩევნების შემდგომ

რადიკალური ოპოზიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს პრემიერ ღარიბაშვილის დროს მოხდება პოლიტიკურად ჩაძირვა თუ პრემიერ კობახიძის დროს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, სახელისუფლებო გუნდში არსებული გადაადგილებები გასაგები და აღსაქმელი მხოლოდ საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვისაა და „რადიკალური ოპოზიციისთვის, მნიშვნელობა არ აქვს რომელი პრემიერის დროს მოხდება მათი ლიკვიდაცია“.
„რადიკალური ოპოზიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს პრემიერ ღარიბაშვილის დროს მოხდება პოლიტიკურად ჩაძირვა თუ პრემიერ კობახიძის დროს. რადიკალური ოპოზიციიდან ჩვენ ვხედავთ წინასაარჩევნო წუწუნს, რომელიც აუცილებლად გადაიზრდება კვნესაში 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ. აქედან გამომდინარე, რადიკალურ ოპოზიციას წაგებული არჩევნები აქვს და სახელისუფლებო გუნდში რა გადაადგილებები იქნება, ეს გასაგები და აღსაქმელი მხოლოდ საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვისაა, მაგრამ რადიკალური ოპოზიციისთვის, მნიშვნელობა არ აქვს რომელი პრემიერის დროს მოხდება მათი ლიკვიდაცია. ეს განწირული ხმა ჩვენ უკვე ძალიან ხშირად გვესმის მათი მხრიდან, რომელიც აუცილებლად დასრულდება იმ პოლიტიკური პანაშვიდით, რომელსაც ჩვენ არჩევნების შემდგომ ვნახავთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს