საქართველოს თავზე სიბნელე ეშვება, ეს მოსკოვის მიერ გადმოფენილი ჩრდილია – ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სახელწოდებით „ელენე ხოშტარიას და პოლიტიკური პატიმრების საქმეები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“, დეპუტატმა მემარცხენე ჯგუფიდან“, იონას შიოსტდედმა განაცხადა.
მან მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ „ქართული ოცნება“ კოშმარად იქცა”.
დადგა დრო, გავაძლიეროთ ზეწოლა ქართულ რეჟიმზე და დადგა დრო მათი ლიდერების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციებისთვის – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
საქართველოს თავზე სიბნელე ეშვება. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ კოშმარად იქცა საქართველოს ყველა იმ მოქალაქისთვის, ვისაც სჯერა თავისუფლებისა და დემოკრატიის. საქართველოს თავზე სიბნელე არის მოსკოვის მიერ გადმოფენილი ჩრდილი. ისინი სულ უფრო მეტად იყენებენ რუსული რეჟიმის მეთოდებს ქართული ოპოზიციის გასანადგურებლად. ელენე ხოშტარიას მსგავს ადამიანებს ციხეში არიან გამოკეტილი. ქართული რეჟიმი წამყვანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვისთვის ემზადება. მომიტინგეებს მინიმალური მიზეზების გამო პატიმრობას უსჯიან. ხალხს ებრძვიან ჯარიმებითა და აკრძალვებით. ჩვენი ამოცანაა მათ გვერდით დგომა. დადგა დრო, გავაძლიეროთ ზეწოლა ქართულ რეჟიმზე და დადგა დრო მათი ლიდერების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციებისთვის- განაცხდა ევროპარლამენტარმა”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.



