ტომაშ ფროლიხი – საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართ პრაგმატული მიდგომა აქვს და არ სურს კიევად გადაიქცეს

საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართ პრაგმატული მიდგომა აქვს და არ სურს კიევად გადაიქცეს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტომაშ ფროლიხმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საქართველოზე, რადგან ის განსხვავებული ქვეყანაა. ის ქრისტიანული ღირებულებების სიმბოლოა და თავს „ვოუქ“ იდეოლოგიისგან იცავს. მას საგარეო პოლიტიკის მიმართ პრაგმატული მიდგომა აქვს და არ სურს კიევად გადაიქცეს“, – განაცხადა ტომაშ ფროლიხმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოს სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს.„ჩვენ ვცდილობთ მათ ლექციები წავუკითხოთ და ხალხს მთავრობის წინააღმდეგ აქციებისკენ მოვუწოდებთ. ამას კი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ვაკეთებთ. 4 მილიონიან ქვეყანაში 3000 არასამთავრობო ორგანიზაციაა, რაც მთელ მსოფლიოში წარმოუდგენელია.

ფაქტებს შევხედოთ – 8%-იანი ეკონომიკური ზრდა – ჩვენ ამაზე მხოლოდ ოცნება შეგვიძლია. ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს უსწრებენ. ეკონომიკის თვალსაზრისით ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში პირველ ადგილზე არიან. მათ რეჟიმის ცვლილება არ სჭირდებათ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?

ვოპკე ჰოეკსტრა: ასეთი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს ხელმისაწვდომი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, არც 2030 წლამდე, როგორც თქვენი მაღალჩინოსნები ამტკიცებენ და არც საერთოდ, თუ ეს კურსი გაგრძელდება…