“ამბობენ, რომ საქართველო დაკარგულია, ეს სიმართლე არ არის!”- ამის შესახებ ევროდეპუტატმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართველები საკუთარი უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ დღეებს გადიან, თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველო დაკარგული არ არის!
საქართველო და ქართველებო, თქვენ ჩვენთვის, ევროკავშირისთვის, დაკარგულები არ ხართ! – თქვა მან.




