: მე არ ვიქნები მაგიდასთან, სადაც პოლიტპატიმრებით უნდა ივაჭრონ

“მე არ ვიქნები მაგიდასთან, სადაც პოლიტპატიმრებით უნდა ივაჭრონ” – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, სინდისის და პოლიტ პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ იმიტომ, რომ ეს მათ ეკუთვნით – “ეს ხალხი არის უკანონო პატიმარი, არის ტყვეობაში, არის პოლიტიკური პატიმარი”. 

აღნიშნავს, რომ თუ “ქართულ ოცნებას” რამეზე უნდა ლაპარაკი “ბურთი მათ მხარეს არის”. 

საუბრის დაწყება პატიმრების გათავისუფლებას არ უნდა, ეს ხალხი არის უკანონო პატიმარი, არის ტყვეობაში, არის პოლიტიკური პატიმარი, საერთაშორისოდ აღიარებულია ეს ხალხი ამგვარად და მე მხოლოდ პოლიტიკოსებს არ ვგულისხმობ და მხოლოდ ერთ დღეს დაჭერილებსაც, აქციების გამო დაჭერილებსაც არ ვგულისხმობ სხვათა შორის. ეს ხალხი უნდა გამოვიდეს იმიტომ, რომ მათ ეს ეკუთვნით იმიტომ კი არა, რომ მე უნდა დავჯდე რომელიღაც მაგიდასთან და მათ ეს უფლება მოვუპოვო, არა. მასე შემდეგი 30 თუ 150 კაცი რომ არ იქნება დაჭერილი შემდეგ, კიდევ ერთ რაუნდზე რაღაცა ტიპის მოლაპარაკებებზე, ეგ რა ვიცით? სად არის ის ზღვარი სადაც ვჩერდებით? – მე გეტყვით, სად არის ის ზღვარი, ის ზღვარი არის იქ, როცა ამით არ ვაჭრობ საერთოდ. 

მარტივად რომ ვთქვათ, არ იქნება სამართლიანობა, არ ექნებათ სიმშვიდე მათ [“ოცნებას”]. პოლიტიკურ ნორმალიზაციას, რომ სიმშვიდე ვუწოდოთ პირობითად, ზუსტად ესე ჯდება ეს ფრაზა. თუ უნდათ, რომ დაისტაბილურონ თავისი მდგომარეობა და თავი გადაირჩინონ საერთაშორისო კონიუქტურის თვალსაზრისით, ოღონდ ხელისუფლებაში კი არ დარჩნენ, აი რაღაცას დაემსგავსონ, სახე ელემენტარულად მაინც შეინარჩუნონ, მაშინ მათ იციან რა უნდა გააკეთონ.

ამაზე ლაპარაკი არ იქნება, მაგიდაზე დახორაგება ძლიერი კოზირების… მე არ გადავხედავ ჩემ თავში, მე არ ვიქნები მაგიდასთან, სადაც პოლიტპატიმრებით უნდა ივაჭრონ, გამორიცხულია. დარწმუნებული ვარ “ოპოზიციურ ალიანში” ყველას, ჩვენი პოზიცია ასეთია, ამაზე გვილაპარაკია, ოღონდ ეს ერთობლივ გადაწყვეტილებას საჭიროებს, მაგრამ მე ჩემდა თავად ეს ვერ წარმომიდგენია. მე ეს მინახავს გვერდიდან, ჩვენ ეს გვინახავს გვერდიდან და ეს არ გამოიყურება კარგად და ეს არ გამოიყურება სწორად და სამართლიანად. არ შეიძლება ამგვარი შეცდომების დაშვება. “ქართული ოცნების” მხარეს არის ბურთი, თუ საერთოდ რამეზე უნდა ლაპარაკი,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?