“[“ოცნების”] რეჟიმი მკაფიოდ გამოხატავს მხარდაჭერას ტერორისტული რეჟიმის მიმართ და მკაფიოდ ემიჯნება ჩვენ დასავლელ პარტნიორებს,” – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა და ივანიშვილის გუნდის ირანის რეჟიმთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, “ივანიშვილის რეჟიმისთვის დგება უმძიმესი ვითარება”, რადგან მისი პირდაპირი მოკავშირე, ირანის ტერორისტული რეჟიმი ეცემა.
გიგა ლემონჯავა აღნიშნავს, რომ ირანის რეჟიმის დაცემის, ვიქტორ ორბანის უნგრეთის არჩევნებში დამარცხების და სანქციების გაძლიერების ფონზე თუ იარსებებს პოლიტიკური ალტერნატივა, ეს ავტომატურად ნიშნავს “ოცნების” ჩამოშლას.
ივანიშვილის რეჟიმისთვის დგება უმძიმესი ვითარება იმიტომ, რომ ეცემა ირანის ტერორისტული რეჟიმი, რომელიც არის პირდაპირ მოკავშირე ივანიშვილის რეჟიმისა. ახლა რამდენიმე დღის წინ, რომ [“ქართული ოცნების” წარმომადგენლები”] ირანის საელჩოში იყვნენ და სატირალ… ჯერ ერთი კობახიძე, რომ სატირალში დადის ირანში, ეს ერთი, მეორე რეჟიმი, პირდაპირ, მკაფიოდ გამოხატავს მხარდაჭერას ტერორისტული რეჟიმის მიმართ და მკაფიოდ ემიჯნება ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, მეტი რა უნდა მოხდეს.
ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის მოკავშირეები ეცემიან მთელ მსოფლიოში. ირანის რეჟიმი რომ დაეცემა და ეს რომ კვირების ამბავია, ეს არის ფაქტი. ასევე აგებს არჩევნებს ორბანი, რომელიც არის ივანიშვილის და კრემლის მნიშვნელოვანი მოკავშირე ევროკავშირში, აპრილში იქნება არჩევნები – 20%-ით აგებს ორბანი, ამის აღმოფხვრა არის შეუძლებელი. ამის პარალელურად, სანქციები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ძლიერდება და ეს არის ფაქტი. კონცეფტუალურად რომ წარმოვიდგინოთ რეჟიმის ჩამოშლა გამოიყურება ისე, როგორც ჩამოიშალა რუსული კომპანია “იმედის” სამეთვალყურეო საბჭო, 5 წევრიდან 4 გაიქცა ერთ საღამოში იქიდან, სანქციები იქნება ბევრად უფრო ხისტი. ამის პარალელურად, თუ იქნება პოლიტიკური ალტერნატივა და კონსოლიდაცია, ერთიანობა ისადგურებს პროდასავლურ ველზე, ბუნებრივია ეს ყველაფერი ჯამში, მათ კარგად იციან, რომ ავტომატურად ნიშნავს მათ ჩამოშლას. ამაზე შფოთავენ ისინი,” – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.




