სსე-ს 4000 მგვტ-ის დაერთებისა და შემნახველი ბატარეების შეძენისთვის €570 მლნ დასჭირდება – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას 4000 მგვტ სიმძლავრის დაერთებისა და შემნახველი ბატარეების შეძენისთვის, 5 წლის განმავლობაში €570 მლნ დასჭირდება. ამის შესახებ მარიამ ქვირვიშვილმა ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

ღონისძიებაზე მინისტრმა ენერგეტიკის დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება.

“4,000 მეგავატის სიმძლავრის წარმატებით დაერთებისა და შემნახველი ბატარეების შეძენისთვის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 570 მლნ ევრო დასჭირდება. რაც შეეხება მეორე ფაზას, რომელიც 2032 – 2036 წლამდე პერიოდს მოიცავს, ელექტროსისტემას დასჭირდება დამატებით 400 მლნ ევროს ინვესტიცია, რათა 2036 წლამდე ქსელში 11,500 მგვტ-ი დაერთდეს”, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, ენერგეტიკის დარგის განვითარების 10-წლიან გეგმაზე მუშაობის პროცესში საქართველოს ელექტროსისტემის ქსელში დაერთების წესის ცვლილების აუცილებლობა გამოიკვეთა – ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტის განხილვის პროცესი უნდა იწყებოდეს ეკონომიკის სამინისტროში და სრულდებოდეს ასევე ეკონომიკის სამინისტროში.

„ეს იქნება სამართლიანი, გამჭვირვალე პროცესი და სახელმწიფოს ეცოდინება, რომ ვალდებულება, რომელიც მემორანდუმის ხელმოწერისა თუ შემდგომში „საქართველოს ელექტროსისტემასთან“ დაერთების ნებართვის გაცემისას განისაზღვრება, ორივე მხრიდან იქნება სამართლიანი. აღარ იარსებებს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რამაც ენერგეტიკული სექტორი თითქმის კოლაფსამდე მიიყვანა – ეს იყო არათანმიმდევრულობა, ე.წ. „დაბევებული“ ნებართვები, როდესაც არ არსებობდა არავითარი მემორანდუმი სახელმწიფოსა და დეველოპერს შორის“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი უნდა განულდეს, რადგან ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების გარანტი.

„ხელისუფლების ამოცანაა, 2036 წლისთვის ქვეყანაში დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატს მიაღწიოს და ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულიად თვითკმარი გახდეს. ეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა, რომელიც პირდაპირპროპორციულად გულისხმობს იმას, საქართველომ უნდა გაანულოს იმპორტი და სრულად უზრუნველყოს ქვეყანაში გენერირებული ელექტროენერგიით შიდა საჭიროებები,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)