8 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Times of Israel-თან საუბრისას განაცხადა, რომ ირანში ომის დამთავრების შესახებ გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად მიიღებს.
TOI-სთან სატელეფონო საუბრისას ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუ რომ არ ყოფილიყო, ირანის ისლამური რესპუბლიკა ისრაელს გაანადგურებდა: “ირანი ისრაელისა და გარშემო ყველას განადგურებას აპირებდა… ჩვენ ერთად ვიმუშავეთ. გავანადგურეთ ქვეყანა, რომელსაც ისრაელის განადგურება უნდოდა.” – დაამატა მან.
კითხვაზე, მარტო მიიღებს თუ არა აშშ-ს პრეზიდენტი ომის დასრულების გადაწყვეტილებას, თუ ნეთანიაჰუსთან თანხმობით მოხდება ეს, ტრამპმა უპასუხა, რომ მისი აზრით, ეს “ორმხრივია… მცირედით. ჩვენ ვლაპარაკობდით. სწორ დროს მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ ყველაფერი იქნება გათვალისწინებული.”
ხოლო კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა ისრაელი ირანზე იერიშებს აშშ-ს მხრიდან კამპანიის შეწყვეტის შემთხვევაშიც, ტრამპმა ამის შესაძლებლობა გამორიცხა და შემდეგ დაამატა, რომ მისი აზრით, “ამის საჭიროება არ იქნება.”




