„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ “ოცნების” ხელისუფლება პარტიების აკრძალვის საკითხზე გადაწყვეტილებას განზრახ აჭიანურებს. მისი თქმით, ამის მიზეზი როგორც საერთაშორისო რეაქციის შიში, ისე ოპოზიციის გაერთიანების მიმართ არსებული პოლიტიკური შიშია.
ჩემი აზრით, რეჟიმი, უბალოდ, დროს წელავს, იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ ფეხს ითრევს ამდენი თვეა უკვე პარტიების აკრძალვაზე, მიუხედავად იმისა, რომ ღალატის კომისია ამისთვის შექმნეს, მაგრამ, რეალურად, ხვდებიან, რომ არ არიან ახლა ისეთ პოლიტიკურ ფორმაში, რომ ეს მორიგი რეპრესიეული ნაბიჯი განახორციელონ, იმიტომ, რომ იციან, რომ ამას ძალიან მძმე შედეგები მოყვება, მათ შორის და განსაკუთრებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, იმიტომ, რომ ეს ერთგვარი წითელი ხაზია, ეს უკვე ოფიციალურად ნიშნავს ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის გაფორმებას. ამავდროულად, ჩემი აზრით, დღევანდელი განცხადება ნამდვილად ასახავს იმ შიშს, რომელიც რეჟიმს აქვს ოპოზიციური გაერთიანებების მიმართ და დღესდღეობით ოპოზიციის ალიანსი არის ყველაზე ქმედითი ოპოზიციური ერთობა, რაც კი შექმნილა ბოლო პერიოდის მანძილზე. ამიტომ ორი ფაქტორია: ეფრთია რეჟიმის შიში ოპოზიციური ერთიანობის მიმართ და მეორე, რომ ისინი ცდილობენ, დრო მოიგონ, იმიტომ, რომ მათ მოუწევთ ამ სარჩელის გამოტანა და ახლის შეტანა თუ ახალი პარტიების დამატებას მართლაც გეგმავენ, – ამბობს თინა ბოკუჩავა.
ოპოზიციის გაერთიანების ფონზე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “ოცნებამ” შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი გადაამუშაოს და მასში დამატებით ის პოლიტიკური პარტიებიც შეიყვანოს, რომლებიც მისი თქმით, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთიან პოზიციას გამოხატავენ. საუბარია ასაკრძალ პარტიათა სიაზე.
კობახიძე ამბობს, რომ საკითხზე იმუშავებენ.




