“რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არ აქვს. არ აქვს! უნაკლო კი არ არის, ნაკლი არ აქვს. ბიძინას ცუდი რა შეიძლება ვთქვა იცი? გულწრფელად გეუბნები – ლმობიერი იყო ძალიან ამდენი ხანი ამათ მიმართ. ის, რომ შენს ოპოზიციას ისე არ უნდა მოექცე, როგორც მას ეკუთვნის, არამედ როგორც ჩვენ გვეკადრება – ეს არ იყო სწორი.
ნუ, ალბათ, რიგი გარემოებები აიძულებდა ამ კოჰაბიტაციას – ამან ბევრი რამე დაგვიშავა, თორემ ახლა, ამ კრიტიკულ სიტუაციაში, როცა ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძვით – რა ნაკლზეა საუბარი? სცილას და ქარიბდას შორის გაატარა ქვეყანა. გულწრფელად მჯერა – მე ასე რომ არ მჯეროდეს, მე ამდენ გინებას, ამდენ ბულინგს ასე იოლად ვერ გავუძლებდი. ამ ბრძოლაში, რაც მიდის დაახლოებით 5 თუ 6 წელი, მას არანაირი ნაკლი არ აქვთ. პირიქით, მე შეიძლება სხვანაირად მინდა, მინდა ასე სწრაფად, მინდა რომ დედა ვუტიროთ, მაგრამ აი ასე რომ მიდის – ამხელა რაღაცებს რომ ეჭიდება, ადამიანს არ აქვს ნაკლი” | თქვა “ქართული ოცნების” პროპაგანდისტმა შალვა რამიშვილმა გადაცემა “საქართველოს დაბადებაში”.




