ბეირუთში ლიკვიდირებულია ჰეზბოლას ცეცხლის მართვის მეთაური ზაიდ ალი ჯუმა

ბეირუთში ლიკვიდირებულია ჰეზბოლას ცეცხლის მართვის მეთაური ზაიდ ალი ჯუმა | ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს და წერს, რომ ჯუმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას არტილერიის მეთაურად მუშაობდა და ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ათასობით რაკეტისა და უპილოტო საფრენი აპარატის გაშვებაზე იყო პასუხისმგებელი.
🔻 მათივე ცნობით, ის ასევე ხელმძღვანელობდა 2015 წელს დოვის მთაზე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით თავდასხმას, რომლის დროსაც ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიცერი და ჯარისკაცი დაიღუპა