ირანი ცეცხლის შეწყვეტას არ ითხოვს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
აბას არაღჩის განმარტებით, აშშ-სთან „მოლაპარაკებების ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს“.
ასევე, მისი თქმით, თუ აშშ ირანში სახმელეთო ძალებით შეჭრას გადაწყვეტს, მაშინ ირანი ამისთვის მზად იქნება.
„ჩვენ მათ ველით. დარწმუნებულები ვართ, რომ შეგვიძლია მათ წინააღმდეგობა გავუწიოთ. ეს მათთვის დიდი კატასტროფა იქნება“, – განაცხადა არაღჩიმ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ „აშშ-მა თავის მთავარ მიზანს ვერ მიაღწია, რაც სწრაფი გამარჯვება იყო“.
„მათ ეს ვერ შეძლეს და ახლა ცდილობენ, გაამართლონ ის, თუ რატომ დაგვესხნენ თავს. უამრავი მიზეზი წარმოადგინეს, მაგრამ არცერთმა იმუშავა“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.




