ისრაელისა და -ს ავიაგამანადგურებლებმა ირანის პოლიციის განყოფილებებსა და “ბასიჯის” ოფისებს დაარტყეს

ირანზე იერიშები გრძელდება – ბოლო 40 წუთის განმავლობაში ისრაელისა  და -ს საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლებმა დასავლეთ ირანში დაახლოებით 30 პოლიციის განყოფილებასა და ბასიჯის ათეულობით რეპრესიულ-სადამსჯელო ოფისზე მიიტანეს ავიაიერიში. ასევე რაკეტები დაუშინეს ირანის ქურთებით დასახლებულ რეგიონს.

როგროც მედია იუწყება, ისრაელის ავია იერიშებსი შედეგად ასევე იბომბება და ნადგურდება ირანის დრონების საწყობები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ბალისტიკური რაკეტების განთავსების ადგილები და გამშვები კომპლექსები.

დღეს ჩვენ ამერიკელებთან პირისპირ ვართ ისტორიულ ბრძოლაში – ამბობს ირანელი გენერალი.

დღეს ომის სარდლობა „ჰაზრათ ხათამ ალ-ანბიას“ ცენტრალური შტაბის ხელშია. ჩვენ ცენტრალურ შტაბში ვახორციელებთ საჭირო დაგეგმარებას, ვამზადებთ ოპერატიულ გეგმებს, ან ვამტკიცებთ იმ პროექტებს, რომლებსაც არმია და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (სეპაჰი) გვიგზავნიან. შემდეგ ამ გეგმებს გადავცემთ არმიასა და „სეპაჰს“ შესაბამისი ოპერაციების განსახორციელებლად. ცენტრალური შტაბი თავად წარმართავს ამ ოპერაციებს.
დღევანდელი სარაკეტო თავდასხმები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ სიონისტური მტრის წინააღმდეგ ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში და მტრის ძალიან მგრძნობიარე და საკვანძო წერტილებში — ყველა ეს ოპერაცია დიდება ღმერთს, წარმატებით დასრულდა.
სიონისტური რეჟიმის ბევრი ქუჩა და ადგილი ღაზას ქუჩებს დაემსგავსა. ეს არის ჩვენი ძვირფასი ადამიანების — „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო-საჰაერო ძალების — მართლაც აღფრთოვანებული და საამაყო თავდასხმითი ძალა.
ყველა სარაკეტო ოპერაცია, რომელიც ტარდება, ხორციელდება ირანის ისლამური რესპუბლიკის ძლიერი არმიის სტრატეგიულ უპილოტო საფრენ აპარატებთან ერთად.
გარდა ამისა, ჩვენ ჩართულნი ვართ მძიმე ბრძოლებში ზღვაში, ჰაერში და კოსმოსში მომხვეჭელ ამერიკასთან. დღეს ჩვენ ამერიკელებთან პირისპირ ვართ ისტორიულ ბრძოლაში, რომლის მსგავსიც ამერიკის არმიას თავისი სამარცხვინო და დანაშაულებრივი არსებობის მანძილზე არასოდეს გამოუცდია. ისინი აუცილებლად მიიღებენ ძალიან მძიმე და დასანან დარტყმას”, – ამბობს ირანელი გენერალი.