ხატია დეკანოიძე: რა საცოდაობაა საკუთარი ლეიგიტიმაციისთვის ციხეში გაშვების მუქარა რომ გჭირდება

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე:
გეპოლიტიკური და უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, როცა საქართველო მარტო და დაუცველია – ივანიშვილი ქართველ ხალხს ახალ ომს უცხადებს.
გუშინდელი კანონები არალეგიტიმურ ივანიშვილს და მის მინიონებს გარეთ დარჩენილი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების დასაჭერად აღარ სჭირდებოდა.
აქამდე არსებული რეპრესიული კანონებითაც შეუძლიათ ყველა მოლაპარაკე ადამიანის ციხით გაჩუმება.
სინამდვილეში, არალეგიტიმურობა მათი ცნობიერების, ძალიან ვიწრო ეგოს და ივანიშვილის პარანოიდალური ცრურწმენების ფუნდამენტური პრობლემაა.
მაღიარე – შენი თანასწორი ვარ.
შინაგანად იციან, რომ ვერასდროს იქნებიან თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების თანასწორი მორალურად, ზნეობრივად და მხოლოდ ივანიშვილის კარიკატურებად დარჩებიან.
ივანიშვილიც ამ პროპაგანდის ლიმბოში გაიჭედა სამუდამოდ. საკუთარი ხალხი უნდა დასაჯოს – ეს არის მისი რუსული “მშვიდობა”.
რა საცოდაობაა საკუთარი ლეიგიტიმაციისთვის ციხეში გაშვების მუქარა რომ გჭირდება.