ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი უპილოტო საფრენი აპარატით დაბომბა (ვიდეოკადრები)

ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ოპერაციაში რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა. ერთი ნახიჩევანის აეროპორტზე დაეცა, ხოლო დანარჩენი – სხვადასხვა ადგილებზე.

ინფორმაცია დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ არ ვრცელდება.