დონალდ ტრამპი: ვისაც ხამენეის მემკვიდრედ მოვიაზრებდით, ყველა მკვდარია და ვისაც ახლა მოვიაზრებთ, შეიძლება ისიც მოკვდეს

“ვისაც ხამენეის მემკვიდრედ მოვიაზრებდით, ყველა მკვდარია და ვისაც ახლა მოვიაზრებთ, შეიძლება ისიც მოკვდეს” | თქვა -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მიმდინარე პრესკონფერენციაზე:
• ჟურნალისტი: ბატონო პრეზიდენტო, რა შეიძლება იყოს მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი ირანში?
• ტრამპი: მგონი ყველაზე ცუდი ის იქნება, თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ და შემდეგ მმართველად მოვა ვიღაც
ისეთი, ვინც ისეთივე ცუდი იქნება, როგორც მისი წინამორბედი. ჩვენ არ გვინდა, რომ ასე მოხდეს…
• ჟურნალისტი: ვინმე კონკრეტული გყავთ მხედველობაში?
• ტრამპი: იმ ხალხის უმეტესობა, ვინც მხედველობაში გვყავდა, მკვდარია, მოვიაზრებდით ჯგუფს, რომელიც მკვდარია. ახლა მხედველობაში სხვა ჯგუფი გვყავს, რომელიც შეიძლება ასევე მოკვდეს, ცნობებიდან გამომდინარე. ვფიქრობ მესამე ტალღა ახლოვდება და მალე მხედველობაში აღარავინ გვეყოლება