დონალდ ტრამპი – ირანის ახალ ლიდერებს საუბარი სურთ და დავთანხმდი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ახალ ლიდერებს საუბარი სურთ.

„მათ საუბარი სურთ და მე დავთანხმდი საუბარს, ამიტომ მე მათ ვესაუბრები. მათ ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. უნდა შემოეთავაზებინათ ის, რაც ძალიან პრაქტიკული და ადვილი იყო უფრო ადრე. ისინი ძალიან დიდხანს იცდიდნენ“, – განუცხადა ტრამპმა გამოცემა „The Atlantic“-ს.

ამასთან, კითხვაზე, როდის აპირებს ირანელებთან საუბარს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა : „ამას ვერ გეტყვით“.

ტრამპმა ასევე არ დააკონკრეტა, თუ კონკრეტულად რომელ ლიდერებთან აქვს მის ადმინისტრაციას ურთიერთობა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი, ვისთანაც წარსულში ჰქონდა საუბარი, ლიკვიდირებულია.

„ამ ადამიანების უმეტესობა წავიდა. ზოგიერთი ადამიანი, ვისთანაც გვქონდა ურთიერთობა, წავიდა, რადგან ეს დიდი დარტყმა იყო. მათ ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. მათ შეეძლოთ გარიგების დადება. მათ უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ ეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: რაჟდენის ბიუროზე ჯამში 20 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ … და ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილ, რეჟიმის მიერვე მხილებულ კორუფციულ საქმეს ვერ მიაგნო სამაგიეროდ თავად რაჟდენმა ხელფასის სახით 3 წელში დაახლოებით 400,000 ლარი აიღო

პაპუაშვილი – მსოფლიოში აღარავინ აღარ ამბობს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო, რა უდგას წინ იმის აღიარებას, რომ პოლიციელზე თავდასხმა არის დანაშაული?! – ვინც ციხეში რჩება, ბრიუსელის და ოპოზიციის უსინდისობის პატიმარია