ჟურნალისტი ვანცენტ ხაბეიშვილი:
ქალბატონი თამარ ცაგარეიშვილი (ტვ იმედის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი) დღევანდელ სახეცვლილ ‘დებატებში’ ბრიტანულ სანქციებზე საუბრისას ოთარ ჭილაძეს იშველიებს და როგორც ქართული პოეზიის მოყვარული ამბობს: “შენ როგორ უნდა გეძინოს მშვიდად, როცა მე ვწევარ სისხლის გუბეში?!”
ეს, რიტორიკული ტაეპი ეხება მათ ვისაც “დამოუკიდებელ მედიაზე უცხო ქვეყნის შეტევა” გაუხარდა და ეს სიხარული ღიად გამოხატა.
ქალბატონო თამარ, სანქცია არ არის “სისხლის გუბე”, არც მეტაფორულად, არც რეალურად.
აი, ნამდვილ სისხლის გუბეებში კი იწვნენ (და ვიწექით), როგორც თქვენ ამბობთ – “კოლეგები”.
დღევანდელ ციფრულ სამყაროში მარტივად შეგიძლიათ ჩახედოთ არქივს, – რას ეუბნებოდა “ყველაზე რეიტინგული და სანდო არხი” მაყურებელს (პოსტვს აღარც ვახსენებ), და როგორი იყო “კოლეგების” ძილის ხარისხი მაშინ.
ნიშნისმოგებით არ გეუბნებით, უბრალოდ მინდა დაგარწმუნოთ, რომ სანქცია ‘სისხლის გუბე’ არაა – აიღებთ იმ ხელფასს, როგორც იქნება, და რასაც ვხედავ, უკვე აიღეთ კიდეც 
აქვე,
ბატონ რეზი კარანაძეს მინდა შევახსენო, პირამოკერილი, თვეობით ნაშიმშილები ჭიათურლების პროტესტი როგორ გაშუქდა, როგორ განდევნეს დედაქალაქიდან და რა საკითხებზე ამართლებინეს თავი – “მედასავლეთე, რადიკალი ლიბერალებივით” :))
ხოლო, რაც შეეხება არაერთხელ ხსენებულ – “ერთობას”.
იმ პერიოდში, როცა უკანგაწვეული კანოპროექტი შემოაბრუნეს, იმისთვის, რომ “პრევენციულად დაღლილიყო ეს, ეს აგენტურა ქუჩაში”, საქართველო ალბათ, ყველაზე ერთიანი, გახარებული და აღკინებული – სულით და გულით ევროპის ჩემპიონატს ელოდა 
და ბოლო წლებში პირველად, სიყვარული და სიამაყე ყველა ქართველის ყოველდღიურობა იყო.
(ასე რომ ვიდრე პათეტიკურ მეტაფორებს მოიხმობთ, გახსოვდეთ, საიდან მოვდივართ).
P.s
ჭილაძე – ყოველთვის, მაგრამ განსაკუთრებით 3-4 წელია, თუ რამ მიტრიალებს თავში, იმედს მაძლევს და მაძლიერებს ეს სიტყვებია, ეს სტროფია, ეს ფინალია ლექსის:
“მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი
ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს,
და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის,
თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ.”
ალბათ ხვდებით, ეს ოთხი წელიწადი რა ოთხი წელიწადია …




