გია აბაშიძე: “მეამას” ვითომ მედასავლეთე დირექტორმა ლაშა შარიქაძემ “პოსტივისა” და “იმედს” ბოიკოტი გამოუცხადა; ამაზრზენია ამგვარი მეტიჩარა კომერსანტების…

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში “მეამას” განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ “იმედთან და “პოსტივისთან” თანამშრომლობას წყვეტს.

“მეამას” ვითომ მედასავლეთე დირექტორმა ლაშა შარიქაძემ “პოსტივისა” და “იმედს” ბოიკოტი გამოუცხადა; ამ ტელეარხების მრავალრიცხოვანი მაყურებლის ბოიკოტით კომპანიას დააზარალებს ეს ანგაჟირებული მარკეტოლოგი.

ამაზრზენია ამგვარი მეტიჩარა კომერსანტების ე.წ. პოლიტიკური აქტივისტობა. საქმის ნაცვლად, ჩართულნი არიან რადიკალების ქომაგობაში და ბოლოს თავად ზიანდებიან. თუმცა, “ნაცობა” და ჩლუნგობა სინონიმებია.

“ყავახანის” ქსელს მიხედოს ლექტორ-ბიზნესმენმა შარიქაძემ!” – წერს აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ერთი „ოცნება“ ამერიკას ურწმუნებს ვითომდა ახალ ერთგულებას, მეორე „ოცნება“ კი ირანის ლიდერებს, მათ ვინც “ სიკვდილი ამერიკას!” ძახილით დაგვამახსოვრეს თავი – ამ საქციელს ღირებულებების და ღირსების ჭრილში სხვა რამეს ეძახიან