გავრცელებული ინფორმაციით, ხამენეის ცხედარი თეირანში შენობის ნანგრევებში იპოვეს

გამოცემა Axios-ის კორესპონდენტის, ბარაკ რავიდის ინფორმაციით, -ში ისრაელის ელჩმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს განუცხადა, რომ ისრაელის იერიშის შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მოკლულია.

ინფორმაციას ავრცელებს Reuters-იც, რომელიც ისრაელელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ხამენეის ცხედარი ნაპოვნია.

პარალელურად, ისრაელური მედიებიც, მათ შორის, Times of Israel, Jerusalem Post და ისრაელის მე-12 არხი ასევე იტყობინებიან ისრაელელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, რომ ხამენეი იერიშების შედეგად არის მოკლული.

როგორც Jerusalem Post წერს, ისრაელელმა მაღალჩინოსნებმა შეიტყვეს, რომ ხამენეის ცხედარი თეირანში ისრაელის იერიშის შემდეგ შენობის ნანგრევებში იპოვეს. მე-12 არხის თანახმად, ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ხამენეის ცხედრის ამსახველი კადრები წარედგინა.

ამასთან, ხამენეის სიკვდილზე იტყობინება გამოცემა Iran International-იც.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს