კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო რეგიონის ლიდერად რჩება და ევროკავშირის წევრ 6 და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს

“საერთაშორისო გამჭირვალობამ” კორუფციის აღქმის განახლებული ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველო რჩება რეგიონის ლიდერად და 53 ქულით 49-ე ადგილს იკავებს. აღნიშნულ რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ექვს ქვეყანას: მალტას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთსა და უნგრეთს.
საქართველო, ასევე ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს. რეიტინგში საქართველოს უკან არიან მონტენეგრო, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა, ბოსნია, თურქეთი და ალბანეთი.
“საერთაშორისო გამჭირვალობა” კორუფციის აღქმის ინდექსს ყოველწლიურად აქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ