ლევან სუთიძე: რა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, კაცმა ისეთი ქნა, არასწორ გაღიმებაზე გვიჭერს

ლევან სუთიძე, ტაბულას მთავარი რედაქტორი:
ბიჭო, გიყურებთ და მართლა მაინტერესებს, დებილები გეგონეთ აქამდე, რომ გაფრთხილებდით, თავსაც იღუპავთ, ჩვენც გვღუპავთ და ქვეყანასაც ღუპავთ მეთქი? ქართული ოცნების საშუალო რგოლს მოგმართავთ.
რა გეგონათ, რომ ასე ატროფირებულები ვიქნებით დასავლური სამყაროსგან, თქვენ აქ რაღაც დრაკონულ და დრაკონთა დედისეულ კანონებს დაჯღაბნით კვირაში რვაჯერ, ტროტუარზე დააჭერინებთ ხალხს ვიღაც თავკანიონა გორდულაძეს და ვითომც აქ არას ჩამოუვლია, არაფერი მოხდება?
მართლა რომ ჩამოვდგეთ ახლა ყველა და ვეხვეწეოთ (ჯერ ერთი, ეგეც ქნეს) სანქციები არ დაადოთო, ვინმე გგონიათ ასე გაატარებს დემოკრატიის გიგანტურ უკუსვლას, რომელშიც თაობებმა ჩაღვარეს ოფლი? “იიი, მოლდოვაშ რატომ არ ადებეეენ, აღარ ვჩოფივართ?!” – ასეთებს რომ ამბობთ – დინამიკით იზომება ეგ – უკუსვლა გვაქვს, როცა წინ ვიყავით! მოლდოვას აქვს წინსვლა – მიუხედავად იმისა, რომ იქ არ არის, სადაც ჩვენ ვართ. წინ და უკან ხომ მაინც იცით? რანაირად მივდივართ წინ, თვალები გაახილეთ მართლა.
არ მოაწერეთ ხელი მთელი სამოქალაქო სექტორისა და მედიის განადგურებას, დაჭერას, ცემას, ძვლების დალეწვას? ხომ მოაწერეთ. გეგონათ, რომ მთელ ურბანულ კლასს ამოცვლიდით – დღეს არა და ხვალ. აი, ქალი ჰყავს დაჭერილი პირადად ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის ღვარძლიან ბოღმას და ფეხზე ხომ გკიდიათ?
მე თქვენი ჟურნალისტების მიმართ მოპყრობაზე მაშინ ვწერდი, როცა ჩემი სტაჟორი უნდა გამომეყვანა გადრაგული ხარებას სამხეცედან.
გგონიათ რომ ეს ბოლოა? რომ ასე, ნაბიჯით წინ ივლის ივანიშვილი, არაფერს დათმობს, ვიღაცა ჯაბოვიჩები მეასე უტუპოეს ხუმრობას გადაიღებენ, თქვენ წელში გასწორდებით, დეიწყებთ გალობას და უარესი წინ არ იქნება? თავი ხომ გაქვთ და არა კისრის გაგრძელება, იაზროვნეთ – არ შეიძლება ადამიანი იყოს საკუთარი პროპაგანდის მსხვერპლი.
ანუ გგონიათ, რომ მართლა ისე ბნელა პლანეტაზე, რომ ათწლეულების ნაწვალებსა და ნაშრომს ვინმე აქ ისე გადაყრის წყალში, რომ თქვენ რომც მოიგოთ და გაგვანადგუროთ, კარგად იცხოვრებთ? კარგი ცხოვრების ილუზია გაქვთ ნახევარი საქართველოს დამონების პირობებში, ეგრე ბნელა?!
სერიოზულად გგონიათ, რომ ასე მოხდება? სერიოზულად ფიქრობთ რომ ეს რამე სტაბილური გარემოთი დამთავრდება? სულ რომ გენიოსი გეგონოს ივანიშვილი, ჯადოქარი კი არ არის, ხალხო :დ
ამიტომ იყავით შორსმჭვრეტელები და იმოქმედეთ თვითინტერესით მაინც, თუ ქვეყანა ფეხზე გკიდიათ.
უარესი არის წინ, თქვენთვისაც და ჩვენთვისაც.
მეც მინდა ჩემი პრემიერმინისტრი მუშტს ურტყამდეს მაგიდას და ზღვა გადმოდიოდეს, მაგრამ ამას სანამ მივაღწევთ, ჩავრჩებით ნეხვში. რა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, კაცმა ისეთი ქნა, არასწორ გაღიმებაზე გვიჭერს. ნორმალურები ხართ?
აქეთ მხარეს კი არ სჯერათ ხოლმე ასეთი ტექსტების, მაგრამ მე მჯერა ადამიანების გონიერების და თუ შეიძლება გამოიყენეთ კისერზე დასვენებული ორგანო.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის