გიორგი კეპულაძე: საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნით, ბანკის შესაქმნელად სავალდებულოა მინიმუმ 50 მილიონი ლარის განთავსება

„რადგან ინტერესი გაჩნდა, მოკლედ გეტყვით, რა არის საჭირო საქართველოში იმისთვის, რომ ბანკი გახსნათ. ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც რამდენიმე ფუნდამენტურ მოთხოვნას აერთიანებს:
📊 საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნით, ბანკის შესაქმნელად სავალდებულოა მინიმუმ 50 მილიონი ლარის განთავსება. ეს არის საწესდებო კაპიტალი, ე.წ. ბუფერი, რომელიც ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად ინახება და მისი საოპერაციო ხარჯებისთვის გამოყენება დაუშვებელია.
💰 50 მილიონის მიღმა, ბანკის ინფრასტრუქტურის ნულიდან მოსაწყობად ათეულობით მილიონი ლარია საჭირო. ეს მოიცავს ძირითადი საბანკო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას, კიბერუსაფრთხოების თანამედროვე სისტემებს, ფიზიკურ ინფრასტრუქტურას და პროფესიონალი გუნდის შენახვას.
💵 მარეგულირებელი ითხოვს კაპიტალის წარმომავლობის სრულ დადასტურებას. მფლობელობის სტრუქტურა ბოლომდე ნათელი უნდა იყოს, რათა თავიდან ავიცილოთ ფულის გათეთრებისა და სხვა სისტემური რისკები.
💳 ინვესტორებს, სამეთვალყურეო საბჭოსა და მენეჯმენტს უნდა ჰქონდეთ უნაკლო პროფესიული და ფინანსური რეპუტაცია. მსგავს ინსტიტუტში სრულად დაუშვებელია ინტერესთა კონფლიქტი.
💶 აუცილებელია დეტალურად გაწერილი ბიზნეს-გეგმა, კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტები და რისკების მართვის გამართული, საერთაშორისო დონის ჩარჩო.
💷 ასე რომ, საბანკო ლიცენზიის მოპოვება რეპუტაციის, სანდოობისა და რეგულაციებთან სრული შესაბამისობის უმკაცრესი ტესტია და არა მხოლოდ საბანკო ანგარიშზე თანხის არსებობის დასტური“ — წერს „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე
📌 პროპაგანდისტულმა, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულმა „იმედმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც დაანონსა, რომ „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები საკუთარ ბანკს, „იმედის ბანკს“ ქმნიან

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე – უცხოეთში შეგიმჩნევიათ კონკურენტი სააფთიაქო დაწესებულება რიგში ჩაწყობილი, გვერდიგვერდ? რასაკვირველია, ეს უცნაურობაა – რეგულირებას რაც შეეხება, ეს შეიძლება, თუმცა დაფიქრება გვმართებს

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”