უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 15 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 15 დრონი ჩამოაგდეს.
„საჰაერო ძალებისა და უკრაინის თავდაცვის ძალების თანამშრომლობითა და ძალისხმევით, ნიკოლაევის, სუმის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ხერსონისა და ს ოლქებში მტრის 15 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა“, – წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს, რუსებმა უკრაინის მიმართულებით სულ Shahed-136/131 ტიპის 35 დრონი გაუშვეს.
ასევე, რუსებმა დონეცკის მიმართულებით ორი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა გაისროლეს.

ასევე დაგაინტერესებთ