: ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა არარაობებმა, ქვეყანა დანაღმულ ველზე შეიყვანეს

“ის კურსი, რაც აიღო [რეჟიმმა] ნაბიჯ-ნაბიჯ ქვეყანას უზარმაზარი საფრთხის წინაშე აყენებს და ის მოწოდებები, რაც ასე უტიფრად გააკეთა ივანიშვილის პრემიერმა, ამ პოლიტიკურმა არარაობამ, რომ კერძომაც უნდა ქნას ეს [რეკლამა მიიტანოს სანქცირებულ ტელევიზიებში] და ასევე, ის მოწოდება, რაც გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კომერციული ბანკების მიმართ. მე არანაირ პროგნოზს არ ვაკეთებ, არ მაქვს საფუძველი პროგნოზების, თუმცა იმედი მაქვს, ბანკები არ დაემორჩილებიან ამ მითითებებს, იმიტომ, რომ ამ მითითების დამორჩილება ქმნის რისკს, რომ ისინი გახდნენ სამიზნე.
ეს არის ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევა, რაც შეეხება ყველას – მთავრობას, შეძლებულ ადამიანებს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად საშუალო ფენას და გაჭირვებულებს, საბანკო ანგარიში რომ არ აქვს, ისეთ ადამიანსაც. ამ კაცმა, ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა არარაობებმა, ქვეყანა დანაღმულ ველზე შეიყვანეს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ მდიდარი სამყაროსგან მოწყვეტით ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევის შანსი არის ნული
ყველას უნდა ესმოდეს, რომ მდიდარი სამყაროსგან მოწყვეტით ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევის შანსი არის ნული. მაგრამ ამ ვითარებამდე ქვეყანა მივიდა ამ კაცის და მისი პოლიტიკური არარაობების და პოლიტიკური მონების მიერ საკუთარი, ივანისვილის ძალაუდლების, და აქედან გამომდინარე, მათი პოლიტიკური ძალაუფლების და ფულის შენარჩუენბის გამო, ქვეყნის ინტერესების ღალატის გზაზე დადგომით. […]
თავიდან სხვა ფაზა ჰქონდათ, რომ არანაირი სანქციები არ იქნებაო, მერე მეორე ფაზა იყო, რომ სანქციები არაფერს არ ნიშნავს და ახლა არის ფაზა უკვე, რომ ეს არის მტრობა ქვეყნის. თუ ვინმე უნდა დაადანაშაულოს გნებავთ იმედის ჟურნალისტებმა საკუთარი თავის გარდა, არის ეს მთავრობა, რომ ამ დღეში არიან და ყველა ბიზნესმენმა, რომელიც ამ წნეხში აღმოჩნდება. ყველამ, როგორც საქართველოს მოქალაქემ, ეს დასკვნა უნდა გამოიტანოს, რომ ამ რეჟიმის ჩამოცილება ძალაუფლებიდან არის აუცილებელი პირობა, რომ ამ დანაღმული ველიდან გამოვიდეთ” – თქვა პარტია ფედერალისტების თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ TV ფორმულას ეთერში