საფრანგეთში ფერმერებმა პარიზისკენ მიმავალი ავტომაგისტრალები გადაკეტეს – ისინი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დიზელზე გადასახადის შემცირებას ითხოვენ

საფრანგეთში, ფერმერებმა პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებებამდე, ინტენსიური მოძრაობით გამორჩეული პარიზისკენ მიმავალი ავტომაგისტრალები გადაკეტეს. ტაქსის მძღოლები სოლიდარობას უცხადებენ ფრანგ ფერმერებს, რომლებიც დედაქალაქის ბლოკირებას გეგმავენ.
ადგილობრივი დროით 14:00 საათიდან, ფერმერები და ტაქსის მძღოლები რვა მთავარი მაგისტრალის ჩაკეტვას აპირებენ.
საფრანგეთის მთავრობა ფერმერებზე ფინანსური და ადმინისტრაციული ზეწოლის შემცირებას დათანხმდა, თუმცა უარს ამბობს ფერმერების მოთხოვნის შესრულებაზე, შემცირდეს გადასახადი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დიზელზე, რასაც ფერმერთა მასობრივი დემონსტრაციები მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ